შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის
გიორგი ხალიჩავას ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება
პირველი დღის რეფლექსია
მესამე დღის ტრენინგზე მივედი 30 წთ - ით დაგვიანებით
და მოვისმინე პრეზენტაცია პროექტის მსვლელობის, დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების
შესახებ. რა საფეხურები უნდა გავიაროთ პროექტის მსვლელობის განმავლობაში.
დავუბრუნდით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონ - თან
მუშაობას.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ
საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებიც
შეესაბამება ჩვენი პროექტის მსვლელობასა და მიზნებს. ასევე მიზნები ამოვიღეთ „21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევების“ - ის ფაილიდან შესაბამისად.
შესვენება.
დიიიიდი დისკუსია გაიმართა თემასთან
- რა კრიტერიუმებით უნდა ავირჩიოთ რომელ სკოლაში უნდა ვასწავლოთ აღსაზრდელს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმისა და
მოფიქრების შესახებ მოვისმინეთ პრეზენტაცია:
ზოგადი კითხვა;
თემატური კითხვა - მინიმუმ ორი;
შინაარსობრივი კითხვა - მინიმუმ სამი;
განვიხილეთ ფაილი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
მაგალითები;
უშუალოდ
დავწერე ჩემი პროექტის „მისაგნებად“ გზამკვლევი კითხვები მოსწავლეთათვის.
No comments:
Post a Comment