Saturday, October 6, 2018

პირველი დღე

შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება
პირველი დღის რეფლექსია

პრეზენტაცია: ტრენინგის გეგმის გაცნობა
პრეზენტაცია დაიწყო მონახაზით თუ რას მოიცავდა სასწავლო კურსი, რას ნიშნავს პროექტებით სწავლება და რა უპირატესობა აქვს ი.ს.ტ. ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.
მონაწილეთა გაცნობა - კაცუნები;
ტრენინგის მონაწილეთა გაცნობის მშვენიერი აქტივობა გაიმართა - დაახასიათეთ თქვენი თავი სიმულაციური "კაცუნას საშუალებთ". აქტივობა საკმაოდ სახალისო, ხასიათის წარმომჩენი და შეხედულებების გადმოსაცემი საშუალება აღმოჩნდა.
პროგრამა "ვიუვერის" გაცნობა:
ტრენერმა მოგვაწოდა საიტის მისამართი tpdc.ge/.. , გავეცანით მის სტრუქტურას, ღილაკების დახასიათებასა და მარტივი მოქმედებების ჩატარებას საიტზე.
გონებრივი იერიში:
რას თვლით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევად მოსწავლეებში.. წარიმართა მოსაზრებათა დაფიქსირება.
გადმოვწერეთ საიტიდან ფაილები, გავეცანით პროექტიო საქაღალდეების იერარქიას.
მივიღეთ საშინაო დავალება: მოგვეფიქრებინა თემა თუ რაზე შევადგენთ პროექტს, მივიღეთ მითითებები და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
გავაკეთეთ რეფლექსია, რომელიც განვათავსე ბლოგზე.
დიდი მადლობა ბატონ ტრენერს მისი უზღვავი ენერგიის, დამოკიდებულების, ხასიათისა და თემატიკის საინტერესოდ გადმოცემისათვის.
ტრენინგის პირველი დღე ნაყოფიერად ჩაიარა.

No comments:

Post a Comment