შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის
გიორგი ხალიჩავას ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღე დაიწყო წინა დღეების გადახედვით, რჩევებით, პირადი გამოცდილების გაზიარებითა და კეთილი სურვილების გამოხატვით.
ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია ვებ-საიტების Edmondo -სა და ict.tpdc-ს შესახებ.. რას წარმოადგენს "სოციალური ქსელი" ედმონდო, რომელშიც ჩართულია მოსწავლეები, მასწავლებები და მშობლები. ხოლო ინფორმატიკის მარტივი ელემენტების გაცნობასა და ჩვენი საჭიროებების არსებობს ქართული პორტალი.
წარმოვადგინეთ ჩვენი აწყობილი პროექტის პრეზენტაციები. გავაცანით ჯგუფს ჩვენი იდეებისა და პროექტის შესახებ.
"ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება მოიცვა ცხრა დღე და ოცდათექვსმეტი საათი. ტრენინგმა ჩაიარა ფრიად საინტერესოდ, მინდა ავღნიშნო უზღვავად ენერგიული და საინტერესო ტრენერი ბ-ნ თემურ სახელაშვილის შრომა, საქმისადმი მიდგომა, მისი გადმოცემის სტილი და დამოკიდებულება მსმენელების მიმართ - რამდენად მოწადინებული იყო მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად გადმოეცა და გაეგებინებინა მსმენელთათვის ტრენინგის შინაარსი, სათქმელი და მისი მნიშვნელობა სწავლა/სწავლების პროცესში.
პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებისათვის. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მოსაწყენი და უინტერესოა "მოძველებული" სტილით სწავლება, მოსწავლეში ვერ აღძრავს სწავლის მოტივაციას. ისტ ინტეგრირება და პროექტი ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ჩაერთოს, მისი ფუნქცია მოძებნოს და მიიღოს შესაბამისი დატვირთვა.
მიღებული ცოდნა გამომადგება სწავლა/სწავლების პროცესში, მივიღე ახალი და საინტერესო ინფორმაცია რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
მადლობა Intel - ს ამ შესაძლებლობისათვის.

No comments:
Post a Comment