Saturday, October 6, 2018

მეორე დღე


შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მეორე დღის რეფლექსია
დავალების გამოკითხვა - შევასრულეთ თუ არა დავალება? - პროექტის თემა. (პრობლემა)
ჩამოვტვირთეთ ჯიმეილზე გამოგზავნილი ფაილი კომპიუტერებში, შევინახეთ ის კომპიუტერის დოკუმენტებში და გადავარქვი მას სახელი.
შევავსეთ ფორმა პირადი ინფორმაციის შესახებ.
შევავსეთ ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადი კურსის „სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი“ ნაბიჯ-ნაბიჯ.
პრეზენტაცია -  პუბლიკაციის შექმნა.
კითხვა - პასუხი:
1.       რა საშუალებით ვგებულობთ, როდესაც კოლეგა იწყებს პროექტს?
2.       ვის უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც იწყებთ პროექტს?
3.       რა ფორმით შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია?
დავალება - დავამზადოთ ბუკლეტი:
დაგვირიგდა თაბახის ფურცელები და მოგვეცა ინსტრუქცია, თაბახის ფურცელზე მონახაზი გავაკეთეთ, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენი პროექტის ჭარბმეტყველი ბუკლეტი.
Microsoft Word Office -ში ავაწყვეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტის ფორმა, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ.
მოგვაწოდეს წებ გვერდის მისამართი - Ict.tpdc.ge ქართული ინტერნეტ პორტალი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ელექტრონული ვერსია. უმრავი გზამკვლევი რესურსის შესაქმნელად.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. <3

No comments:

Post a Comment