Sunday, October 21, 2018

მეხუთე დღე

შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მეხუთე დღის რეფლექსია


      დღე დაიწყო პროექტის პრეზენტაციის შაბლონის ახსნა - განმარტებით, თუ როგორ უნდა შეგვევსო ის, რა დამხმარე რესურსები დაგვჭირდებოდა.
     ავაწყვე პრეზენტაცია.
     აწყობილი პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე HTML - კოდის საშუალებით. გამოვაქვეყნეთ.
     Youtube - ზე მოვძებნე ჩემი თემის შესახებ ვიდეომასალა და ისიც ჩავაშენე იმავე პოესტზე.
    გამეორება ცოდნის დედააო და ეს აწყობილი პოსტი წაგვაშლევინა ტრენერმა,  შემოგვთავაზა პოსტი გამოგვექვეყნებინა დაყოფილად(ორ პოსტად) თავად, ინდივიდუალურად. კარგად დამახსოვრების მიზნით - გავაკეთე!~

შესვენება..

     საავტორო უფლებები - ძალიან ხშირად ირღვევა, იმიტომ რომ არ ვიცით კანონი და არ ვიცით რას ვარღვევთ.
ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვამზადებთ რესურსებს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საავტორო უფლებები!
    პრეზენტაციაში ჩავსვი ფოტოსურათები, რომელის ინტერნეტ მისამართები შევიტანე საავტო უფლებების შაბლონიოს საქაღალდეში.


     ტპდც საიტიდან გადმოვწერე "საავტორო უფლებების ქაოსი" გავეცანი მოკლედ.

     მადლობა, რომ გვასწავლით.

მეექვსე დღე


შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მეექვსე დღის რეფლექსია

     მოსწავლეთა ნაშრომების, ნიმუშების შექმნა. პროექტი კეთდება მოსწავლეთათვის, პროექტმა ძალიან დადებითად უნდა იმოქმედოს მოსწავლეზე, უნდა წაახალისოს და პროექტმა უნდა დაგვანახოს მოსწავლის შესაძლებლობები. მოსწავლეს უნდა მივცეთ მიმართულება, უნდა მივცეთ ნიმუში თუ როგორ დაალაგოს, დაანაწილოს და დაახარისხოს მოძიებული ინფორმაცია.
    მოსწავლეთა ნიმუშის გაცნობა. მოსწავლეებისთვის გავამზადე პრეზენდაციის შაბლონი. გადავაკეთე და მოვარგე ჩემს პროეექტს.
     განვიხილეთ პრეზენტაციის ჩატარებისა და პრეზენტატორისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ.
     პრეზენდაციის შაბლონი გადავაკეთე და მოვარგე ჩემს პროეექტს.
     მოვისმინეთ პრეზენტაცია "საშინაო დავალება".
     განვიხილეთ ბლოგზე მუშაობის 3 "მაჯიქ" ფუნქცია მასთან სამუშაოდ:
1. გვერდების ჩამატება;
2. დიზაინის განლაგება;
3. თემების დამატება.

The End

მეშვიდე დღე

შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მეშვიდე დღის რეფლექსია

  1. შევავსე განმავითარებელი თვითშეფასება (ფასდება მასწავლებელი);
  2. შევავსე პორთფოლიოს რუბრიკა;
  3. პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი (პროექტის მახასიათებელი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს!);
  4. პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი (ფასდება მოსწავლე);
  5. გაზეთის შეფასების ჩეკლისტი (ფასდება მოსწავლე);
  6. ბროშურის შეფასების ჩეკლისტი (ფასდება მოსწავლე);
პროექტის გეგმაში შევავსე პროექტის შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
საბაზო უნარ-ჩვევები - სხვა საკითხები - წინარე ცოდნა; 
შევავსე პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.

მერვე დღე

შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მერვე დღის რეფლექსია

     მოვისმინე მოხსენება დიფერენცირებული სწავლების შესახებ. წარიმართა საინერესო მოსაზრებებისა და გამოცდილების დაფიქსირება.
    პროექტიე გეგმაში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი აქტივობების ჩამონათვალი.

გუგლ დისკზე მოვახდინე საქაღალდეების კორექტირება, დავტოვე მხოლოდ ის ფაილები, რომლეიბც საჭირო და აუცილებელია ჩემი პროექტისათვის.
ბლოგზე გადავიტანე ჩემი პროექტის საქაღალდე და ჩავაშენე გაზიარებული ლინკის სახით.
ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციის შაბლონის გამართვა/სისრულეში მოყვანაზე - დავასრულე. :)))

მეცხრე დღე

შპს "ღონე ქვეყნისა" კერძო სკოლის ი.ს.ტ. მასწავლებლის 
 გიორგი ხალიჩავას  ტრენინგის "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება

მეცხრე დღის რეფლექსია

    მეცხრე დღე დაიწყო წინა დღეების გადახედვით, რჩევებით, პირადი გამოცდილების გაზიარებითა და კეთილი სურვილების გამოხატვით.
    ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია ვებ-საიტების Edmondo -სა და ict.tpdc-ს შესახებ.. რას წარმოადგენს "სოციალური ქსელი" ედმონდო, რომელშიც ჩართულია მოსწავლეები, მასწავლებები და მშობლები. ხოლო ინფორმატიკის მარტივი  ელემენტების გაცნობასა და ჩვენი საჭიროებების არსებობს ქართული პორტალი.
    წარმოვადგინეთ ჩვენი აწყობილი პროექტის პრეზენტაციები. გავაცანით ჯგუფს ჩვენი იდეებისა და პროექტის შესახებ.
   "ინტელის ძირითადი კურსი" - პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება მოიცვა ცხრა დღე და ოცდათექვსმეტი საათი. ტრენინგმა ჩაიარა ფრიად საინტერესოდ, მინდა ავღნიშნო უზღვავად  ენერგიული და საინტერესო ტრენერი ბ-ნ თემურ სახელაშვილის შრომა, საქმისადმი  მიდგომა, მისი გადმოცემის სტილი და დამოკიდებულება მსმენელების მიმართ - რამდენად მოწადინებული იყო მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად გადმოეცა და გაეგებინებინა მსმენელთათვის ტრენინგის შინაარსი, სათქმელი და მისი მნიშვნელობა სწავლა/სწავლების პროცესში.
     პროექტებით სწავლება და ისტ ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებისათვის. 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მოსაწყენი და უინტერესოა "მოძველებული" სტილით სწავლება, მოსწავლეში ვერ აღძრავს სწავლის მოტივაციას. ისტ ინტეგრირება და პროექტი ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ჩაერთოს, მისი ფუნქცია მოძებნოს და მიიღოს შესაბამისი დატვირთვა. 
     მიღებული ცოდნა გამომადგება სწავლა/სწავლების პროცესში, მივიღე  ახალი და საინტერესო ინფორმაცია რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
    მადლობა Intel - ს ამ შესაძლებლობისათვის.